საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 21 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 70 550 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.