მაია ბითაძის განცხადებით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიაში შექმნილი კომისიის ფარგლებში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან და „ცენტრ პოინტის" დაზარალებულებთან დაკავშირებით, მერიაში შექმნილი კომისიის ფარგლებში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„კანონის ფარგლებში უკვე შემუშავებულია შესაბამისი ნორმები. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ კომპანიასთან და დაზარალებულებთან. პრობლემის გადაჭრა უახლოეს მომავალში ეტაპობრივად დაიწყება“, - აცხადებს ბითაძე.