როგორ გამოიყურება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ბინები უცხოეთსა და საქართველოში?

დეველოპერული სექტორი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, შესაბამისად, მისი შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა, რაც შეგვიძლია, განვახორციელოთ.

სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც. მაგალითად, იმ საცხოვრებელი კორპუსის ბინებზე უფრო მაღალია მოთხოვნა, რომელშიც უსაფრთხოება გათვალისწინებულია, აქვს გამწვანებული გარემო და რეკრეაციული ზონა, აქვს პარკინგი და ა.შ.

ამასთან, ბინის შეძენისას ვაკვირდებით სამშენებლო მასალების ხარისხსაც. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამ მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდა მოთხოვნა პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია.

რას გულისხმობს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსების კონცეფცია?

პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კორპუსი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ენერგოეფექტურობას, კომფორტს, დიდ ლობისა და კონსიერჟის ან მიმღების საინფორმაციო მომსახურებას მოიცავს. ამასთან, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კოპუსში გათვალისწინებულია გამწვანების ფაქტორიც.

აღნიშნული ტიპის შენობები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნიუ-იორკში. ასეთ კორპუსებს ხშირად, საცურაო აუზიც ახლავს, რაც იქ ცხოვრებას კიდევ უფრო სასურველს ხდის.

პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კორპუსები ხშირად დიდ აივნებთანაც ასოცირდება. საკუთარი სახლის ეზოს დანაკლისს სწორედ ამგვარი აივნებით ივსებენ.

იტალიაში, კერძოდ მილანში, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კორპუსებს, როგორც წესი, თან ახლავთ კრეატიულად გადაწყვეტილი გამწვანებაც, რაც, რა თქმა უნდა, შენობებში არსებულ ბინებს უფრო მოთხოვნადს ხდის.

როგორ გამოიყურება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსი საქართველოში?

უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, გამწვანება, საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი, რეკრეაციული ზონა, დიდი ლობი, მიმღების მომსახურება და თანამედროვე ტრენდების მიხედვით გადაწყვეტილი ინტერიერი - სწორედ ამგვარი ტიპის საცხოვრებელი კორპუსი შენდება თბილისის გულში - ვაკის ტერიტორიაზე. კორპუსი ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრის მოშორებით მდებარეობს და 20 000 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ზონას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პრემიუმ კლასის კომპლექსი Royal Vake არამხოლოდ ჩამოთვლილ ობიექტებს, არამედ უცხოური ტენდენციის მსგავსად, 24-საათიან დაცვის სამსახურს მოიცავს.

უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება უფრო მომგებიანია პროექტის განხორციელების დასაწყისში, რადგან დასრულებისას ყოველთვის უფრო მეტის გადახდა გვიწევს. “დემაქს ჯგუფის” ახალი პროექტიც, Royal Vake ჯერჯერობით, განხორციელების პროცესშია და მისი დასრულება 2021 წლის სექტემბერში იგეგმება. შესაბამისად, დღეს, პრემიუმ-კლასის ბინების ფასი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე შეიძლება, ზაფხულის პერიოდში იყოს.

bina1-1609954852.jpg