საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება - ვერცხლისწყალი 106,58 გრამი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.