გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგად, 2019 წელი, თხილის მოსავლის რაოდენობითა და ხარისხით გამორჩეული იყო. აღნიშნული შედეგის მიღწევაში აქტიური მხარდაჭერისთვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.