ვისი ვალი აქვს საქართველოს - სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,740 მილიარდ დოლარს (16,461 მლრდ ლარი) გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 347,436 მლნ დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 306,174 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,392 მილიარდ დოლარს (16,014 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,434 მლრდ დოლარს (14,544 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 963,580 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 910,288 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,249 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 26,666 მლნ დოლარი
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,009 მლნ დოლარი
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 130,964 მლნ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 568,043 მლნ დოლარი
  • ევროგაერთიანება (EU) – 42,529 მლნ დოლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 32,935 მლნ დოლარი
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 809 ათასი დოლარი

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1,076 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 949,061 მილიონი ლარი; იაპონია - 608,766 მილიონი ლარი; რუსეთი - 147,275 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • ავსტრია - 53,854 მილიონი ლარი
  • აზერბაიჯანი - 19,211 მილიონი ლარი
  • თურქმენეთი - 605 ათასი ლარი
  • თურქეთი - 36,995 მილიონი ლარი
  • ირანი - 14,607 მილიონი ლარი
  • სომხეთი - 20,452 მილიონი ლარი
  • უზბეკეთი - 282 ათასი ლარი
  • უკრაინა - 258 ათასი ლარი
  • ყაზახეთი - 38,060 მილიონი ლარი
  • ჩინეთი - 3,694 მილიონი ლარი
  • კუვეიტი - 26,228 მილიონი ლარი
  • ნიდერლანდები - 1,704 მილიონი
  • ამერიკა - 51,271 მილიონი ლარი

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 433 850 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

თაია არდოტელი