გორში, 2020 წელს, 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი რეაბილიტირდება. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათვე ცნობით, სტალინის გამზირზე 25 (#1,2,3,4,5,6,7,8,9,10,12,13,17,18, 19, 20,21,22,23,24,25,27,29,31,33 კორპუსები),ჭავჭავაძის გამზირზე 3 (#28,47,51 კორპუსები) და ამილახვარის ქუჩაზე 1 ერთეული (# 23 კორპუსი) კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცვლას. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 391 000 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.