„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგებს კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი სერვის ცენტრით, სადაც ავტომობილისთვის სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეგიძლიათ.

„მივესალმებით კიდევ ერთ ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.