ამერიკა ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფებს დააწესებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები ვაშინგტონის პირობებზე დათანხმების გარეშე დასრულდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მათ იციან, რომ მე ვაპირებს ტარიფების შემოღებას, თუ არ დაგვთანხმებიან ხელშეკრულებაზე, რომელიც სამართლიანია“ - აცხადებს პრეზიდენტი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
ტრამპს ინტერვიუში ვადების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა დასძინა, რომ „ეს ვადები მათ კარგად იციან“.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის შესაძლო დაწესების საკითხის დღის წესრიგში დატოვების შესახებ გასული წლის აგვსიტოში განაცხადა. მაშინ პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აშშ ევროკავშირთან არასამართლიან სავაჭრო პირობებში იმყოფება და რომ ევროპელები ამ საკითხში ჩინელებზე უარესად იქცევიან.