2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 21,8%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნიდან სულ ჯამში, 6455 ტონა პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხებში 7,216 მლნ ლარს შეადგენს.
ხოლო, 2018 წელს 8 262 ტონა, რაც 8,682 მლნ აშშ დოლარს უდრის.
რაც შეეხება ტოპ -10 ქვეყანას, სადაც პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
2018 წელი
- გერმანია - 3678 ტონა ( 3,075 მლნ აშშ დოლარი)
- აშშ - 1375 ტონა ( 1,748 მლნ აშშ დოლარი)
- საბერძნეთი - 657, 7 ტონა ( 683 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდი - 341, 5 ტონა ( 523,7 ათასი აშშ დოლარი)
- ავსტრალია - 480,1 ტონა (498,2 ათასი აშშ დოლარი)
- ისრაელი - 281,5 ტონა (409, 7 ათასი აშშ დოლარი)
- პოლონეთი - 270,2 ტონა (228,4 ათასი აშშ დოლარი)
- იაპონია - 127,9 ტონა ( 213,4 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი - 146 ტონა (177,1 ათასი აშშ დოლარი)
- უნგრეთი - 110,5 ტონა (152,3 ათასი აშშ დოლარი)
2019 წელი
- გერმანია - 2082 ტონა ( 1,925 მლნ აშშ დოლარი)
- აშშ - 1327,1 ტონა ( 1,791 მლნ აშშ დოლარი)
- ავსტრალია - 553,4 ტონა (630,4 ათასი აშშ დოლარი)
- ისრაელი - 427, 5 ტონა ( 573, 7 ათასი აშშ დოლარი)
- საბერძნეთი - 495, 6 ტონა ( 501 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი - 543,7 ტონა (445,6 ათასი აშშ დოლარი)
- იაპონია - 170,1 ტონა ( 253, 5 ათასი აშშ დოლარი)
- უნგრეთი - 155,2 ტონა ( 220,6 ათასი აშშ დოლარი)
- პოლონეთი - 124,3 ტონა (91,3 ათასი აშშ დოლარი)
- მალაიზია - 49,4 ტონა ( 91,2 ათასი აშშ დოლარი)