თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან.
კერძოდ, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:
N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;
N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;
N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;
N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;
27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:
N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;
N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;
N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;
N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.
„ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.