ახალი დაბალფასიანი iPhone-ის მასიური წარმოება თებერვალში დაიწყება

კომპანია Apple Inc. თებერვალში ახალ, დაბალფასიან სმარტფონს წარმოადგენს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომელიც ამავე კომპანიის წარმომადგენელია.

მისი თქმით, Apple Inc. სმარტფონების გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გაფართოვებას გეგმავს და აღნიშნული სიახლის წარმოდგენაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

წყაროს ცნობით, სიახლე გაყიდვაში არაუგვიანეს მარტის დასაწყისში გამოჩნდება და ეს კომპანიისთვის პირველი დაბალფასიანი სმარტფონი იქნება, iPhone SE-ს შემდეგ.

ახალი სმარტფონი გარეგნულად 2017 წლის iPhone 8-ს იერს მოირგებს, მას 4,7-ინჩიანი ეკრანი ექნება. როგორც ცნობილია, თავად iPhone 8-ჯერ კიდევ გაყიდვაშია და მისი ფასი 449 დოლარია, ეს მაშინ, როცა 2016 წელს წარმოდგენილი iPhone SE-ს ფასი 399 დოლარი იყო.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ აღჭურვილობას, წინასწარი ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი სმარტფონი მოირგებს Touch ID home ღილაკს, თითის ანაბეჭდის სენსორს, როგორც ამას თანამედროვე Android-ებში ვხედავთ, თუმცა მას არ ექნება Apple-ის უახლესი სახის ამომცნობი ბიომეტრიული ტექნოლოგია Face ID.

რაც შეეხება პროცესორს, წინასწარი ინფორმაციით, მას ისეთივე პროცესორი ექნება, როგორითაც iPhone 11-ა წარმოდგენილი.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კოკა კვირკველია