ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომნპანია Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის აქციაზე საცალო ფასმა სამშაბათს პირველად მიაღწია 555,1 დოლარს, შედეგად კი, მისმა კაპიტალიზაციამ 100,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 იანვარს კომპანიის აქციებზე ფასმა 500 დოლარიანი ნიშნული პირველად გადალახა.
2003 წელს ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპნია პალო ალტოდან (კალიფორნია), დღეისათვის ელექტრომობილებს ამერიკისა და ჩინეთის ქარხნებში აწარმოებს, მომავალი წლიდან კი, გერმანიაშიც დაიწყებს. გარდა ავტომობილებისა, კომპანია ასევე აწარმოებს ელემენტებს, მზის პანელებს და სხვა ენერგოსაცავ მოწყობილობებს.