ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან ბიზნესის კეთება უფრო რთულია, ვიდრე ჩინეთთან. ამის შესახებ ტრამპმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
საუბრისას, დონალდ ტრამპმა, ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი გამბედაობის გამო შეაქო.
„სინამდვილეში მათთან უფრო რთულია საქმის კეთება ვიდრე ჩინეთთან, თუ არა, ჰკითხეთ ბორისს. ვფიქრობ, ბორისიც კარგად იქნება. ის დიდებულად გამოვა. მას დიდი გამბედაობა აქვს. მაგარი საქმე გააკეთა“, - განაცხადა ტრამპმა.