წყნეთში არსებული „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა

წყნეთში არსებული „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წყნეთის სამთავრობო რეზიდენციას სასტუმროს მოწყობის მიზნით აუქციონზე 55,710,287 ლარად ყიდდა, თუმცა ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, აუქციონი არ შედგა.

ცნობისთვის, წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 89,988 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსებულ 13 შენობა-ნაგებობას მოიცავს. საინვესტიციო ვალდებულება ითვალისწინებდა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

წყნეთში არსებული „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის მიზნით აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა.