თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსის დატესტვა დაიწყო.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. საუბარია, 18 მეტრიან, ორ სექციან, 150-კაციან ავტობუსზე, რომლის მოძრაობაც, 10 ჩქაროსნულ სატრანსპორტო დერეფანში იგეგმება.
„ავტობუსის დატესტვა ღამის საათებში ხდება. როგორც ცნობილია დედაქალაქში იგეგმება 10 ჩქაროსნული დერეფნის მოწყობა, სადაც დიდ გაბარიტიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს. შესაბამისად, სწორედ ამ 10 დერეფანში ხდება 18 მეტრიანი ავტობუსების დატესტვა/შემოწმება,“-აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება 10 არტერიულ ქუჩს, მათ შორის არის: ჭავჭავაძის, რუსთაველის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი.
ამასთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.