2020 წელს ტექნიკაზე მომხმარებლები 1 ტრილიონ ევროზე მეტს დახარჯავენ

2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტექნიკაზე 1,05 ტრილიონ ევროს დახარჯავენ. ამის შესახებ GfK-ის კვლევაშია ნათქვამი.

ამავე კვლევის თანახმად, აღნიშნული მონაცემი წინა წელთან შედარებით 2,5%-ით გაიზრდება, გასულ წელს მომხმარებლებმა 1,02 ტრილიონი ევრო დახარჯეს საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ელექტრონული ტექნიკის შეძენაზე.

GfK-ის ექსპერტების თქმით, 2020 წელს მთავარი მამოძრავებელი ელექტრონული ბაზრის ზრდის იქნება ტელეკომუნიკაციები. თავის ხმრივ, ამ სფეროს გაზრდას კი ხელს შეუწყობს მეხუთე თაობის ქსელის დანერგვა სხვადასხვა ქვეყნებში. რეგიონების მიხედვით კი სმარტფონებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, რომელიც თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას იქონიებს გლობალური ბაზრის ზრდაზე.

კოკა კვირკველია