კონცერნი Daimler-ი მისი წარმოების ავტომობილებში მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული პლასტიკის გამოყენებას გეგმავს. საპილოტე პროექტს გერმანელები კომპანია UBQ Materials-თან ერთად განახორციელებენ.
UBQ-ს მიერ შექმნილი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ორგანული ნარჩენები გახდეს ეკოლოგიური ბიომასალა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის ყველაზე უსაფრთხო პოლიმერი მსოფლიოში. ახალი ბიომასალის მიღების პროცესი დაიწყება 70-80% მყარი ნარჩენებისგან და 20-30% პლასტიკისგან. ახალ თერმოპლასტიკური მასალის მისაღებად მას დაემატება პოლომერები.
UBQ-ს მიერ შემუშავებული მასალები უკვე გამოიყენება ელექტრომობილის პროექტში Luca, რომელზეც ეინდჰოვენელი სტუდენტები მუშაობენ. Daimler-ი კი გეგმავს შეაფასოს ბიოპლასტიკის გამოყენების პერსპექტივები სერიულ ავტომობილებში.
წყარო: autobild.ge