TI: კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველომ შარშანდელთან შედარებით 2 ქულით უკან გადაინაცვლა. საქართველო 41-დან 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს, საქართველოს (56), ბელორუსს (45) და მონტენეგროს (45). რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით თურქმენეთი (19), უზბეკეთი (25) და ტაჯიკეთი (25) პოზიციონირებენ.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა, რომელსაც მიმდინარე მონაცემებში 42 ქულა აქვს მინიჭებული, შარშანდელთან შედარებით 7 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი.