უმსხვილესი ტურისტული საინფორმაციო ვებ-გვერდი TripAdvisor-ი Google-თან კონკურენციის გამო 200-მდე თანამშრომელს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
TripAdvisor-ის თანამშრომელთა შემცირების მთავარ მიზეზად ტურისტებისთვის შემქნილ Google-ს ტურისტულ პორტალს და შედეგად, შემცირებულ შემოსავლებს ასახელებენ.
ამერიკული კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, კომპანიაში ხარჯების შემცირება ბოლო პერიოდში აუცილებელი გახდა. 2019 წლის სექტემბრის ინფორმაციით, კომპანია TripAdvisor-ში 3 800 თანამშრომელი მუშაობდა.
ამერიკულმა უდიდესმა კომპანია Google-მა 2016 წელს ტურისტებისთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა. აპლიკაციით სარგებლობა სმარტფონითაც შესაძლებელია.
2019 წლის მონაცემებით, TripAdvisor-ის აქციები 20%-ით დაეცა.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ