არქი ფიჭვები თამარაშვილზე

საოცნებო ბინა თბილისში რამდენიმე მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია: ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო, იდეალური ლოკაცია, ხარისხიანი მშენებლობა და თანამედროვე დიზაინი. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეიქმნა არქი ფიჭვები, რომლის მთავარი მიზანი მაცხოვრებლისთვის კომფორტისა და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. არქი ფიჭვები ქალაქის ცენტრში, თამარაშვილზე, მდებარეობს. სწორედ აქედან იწყება მისი უპირატესობებიც. მომავალ მობინადრეებს, რომლებსაც ბინის შეძენა ეკოლოგიურად სუფთა ადგილას სურთ, არქი ფიჭვები იდეალურ ლოკაციაზე შენდება. იპოდრომთან ახლოს მდებარე პროექტი, სუფთა ჰაერი და უამრავი სიმწვანე - ამ ადგილს უფრო მეტად სასურველ საცხოვრებელ კომპლექსად აქცევს.

არქი ფიჭვები, როგორც არქის სხვა დანარჩენი პროექტები, ენერგოეფექტური და ხარისხიანი მასალებით შენდება. ცეცხლგამძლე ბლოკი იტონგი ერთ-ერთი გამორჩეული მასალაა, რომელიც თავისი ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა. ენერგიის დაზოგვით, თქვენ შეამცირებთ კომუნალურ გადასახადებს წელიწადის ნებისმიერ დროს. ასევე იტონგის ბლოკი ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში. დაბალემისიური მინები კი 30%-ით ამცირებს თბოგამტარობას, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს. ამ ყველაფრის მთავარი ბენეფიტი ენერგოეფექტურობასთან ერთად თქვენი ხარჯების შემცირებაა. არქი ფიჭვების ბინები აღჭურვილი იქნება ხმის საიზოლაციო თანამედროვე სისტემებით, რაც მობინადრეებს დაეხმარება შეინარჩუნონ სიმყუდროვე და პრივატულობა.

რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ არქი ფიჭვები მაღალხარისხიანი და ტექნოლოგიურად გამართული მასალებით შენდება? ეს გულისხმობს ევროპაში იმ ცნობილ და ხარისხიან ბრენდებს, რომლებიც ხარისხიან და გამძლე მასალებს აწარმოებენ, ესეთებია: Caparol-ისა და Imar-ის მოსაპირკეთებელი მასალა და ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონი.

არქი ფიჭვების ბინები მობინადრეებს პრემიუმ კარკასით ბარდება, რაც მოიცავს ევროპული ალუმინის კარფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, გათბობის მილებს, დაბალემისიურ მინებს, აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებსა და ელექტროობის გამართულ ქსელს. ამასთან ერთად, ჩვენ მაცხოვრებელს ვთავაზობთ სასურველ რემონტის პაკეტს, რაც მათ დაეხმარებათ გააკეთონ სასურველი არჩევანი.

არქისთვის ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მაცხოვრებელს შევუქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის, არქი ფიჭვების დასრულებული პროექტი აღჭურვილი იქნება ფიტნეს დარბაზით. ამასთან ერთად, პროექტი მოიცავს თანამედროვე დიზაინის ლობის, სადაც კონსიერჟი მოგემსახურებათ. არქი ფიჭვების უსაფრთხოებას კი ისიც განაპირობებს, რომ კორპუსი უკვე მოიცავს სახანძრო სისტემას. პროექტისთვის გამოიყო 6 000 კვ. მ-ის რეკრეაციული ზონა, რომელშიც ერთიანდება საბავშვო და სპორტული ზონა.

R