უკრაინა მზადაა რკინიგზა სამართავად Deutsche Bahn-ს გადასცეს

უკრაინა გეგმავს გერმანიას 10-წლიანი მართვის უფლებით გადასცეს საკუთარი რკინიგზა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა დავოსში „უკრაინული საუზმის“ დროს განაცხადა.

„დიახ ჩვენ გვაქვს სურვილი გერმანელებს მმართველობაში 10 წლით მივცეთ ჩვენი ქვეყნის რკინიგზა“ - განმარტა მან.

მანამდე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს გერმანულ რკინიგზის ოპერატორ Deutsche Bahn-თან. პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ალიანსი „ლოგიკური გაგრძელებაა Укрзализницы-ის (უკრაინის რკინიგზის) რესტრუქტურიზაციის გეგმის, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა“. ამასთან, გონჩარუკმა აღნიშნა, რომ აქ საუბარი არ არის უკრაინის რკინიგზის იჯარაზე ან მიყიდვაზე.

კოკა კვირკველია