კოპრორაცია Amazon-ი პენტაგონისა და Microsoft-ის 10-მილიარდიანი კონტრაქტის შეწყვეტას სასამართლოს სთხოვს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ მის ხელთ აღმოჩენილი Amazon Web Services-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
ეს არის Amazon-ის განყოფილება, რომელიც მუშაობს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. აღნიშნულმა კომპანიამ გასული წლის ნოემბერში ამერიკის ფედერალურ სასამართლოს სარჩელით მიმართა, შეისწავლოს იმ ტენდერის კანონიერება, რომლის შედეგად პენტაგონმა უპირატესობა მიანიჭა მის კონკურენტ კომპანია Microsoft-ს და არა მათ. მათი მტკიცებით, კონტრაქტის დროებითი შეჩერება სანამ სარჩელი განხილვაშია ჩვეულებრივი პრაქტიკაა. Amazon-ი დაჟინებით აცხადებს, რომ ტენდერის დროს აქ გამოვლინდა დონალდ ტრამპის გავლენა, რომელიც ჯეფ ბეზოსს „მის მოწინააღმდეგედ“ თვლის - განმარტავს სააგენტო.
შეგახსენებთ, 2019 წლის 25 ოქტომბერს პენტაგონმა Microsoft გამოაცხადა გამარჯვებულად ტენდერში, რომელიც ღრუბლოვანი სისტემის სფეროში მომსახურებას ითვალისწინებს 10 წლის ვადით. როგორც ამერიკული პრესა წერდა, ამ ტენდერში ფავორიტად Amazon-ი მიიჩნეოდა, ვინაიდან ამ კომპანიას უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა აღნიშნულ სფეროში, თუმცა იგივე პრესა უკვე შედეგების კომენტირებისას ეჭვს გამოთქვამდა, რომ ბეზოსის მიმართ ტრამპის დამოკიდებულების შედეგად პენტაგონმა კონტრაქტი კონკურენტ კომპანიასთან გააფორმა.