2019 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა - რომელი ქვეყნიდან შემოდის ყველაზე მეტი სტუმარი

2019 წელს რუსეთიდან შემოსულ პირთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული.

კერძოდ, უწყების ცნობით, გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 1 793 005 ადამიანი შემოვიდა, მაშინ როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი - 1 705 217 პირი იყო.

Top-6 ქვეყანა საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით:

  • აზერბაიჯანი - 2 015 435 (+12%)
  • სომხეთი - 1 873 823 (+9%)
  • რუსეთის ფედერაცია - 1 793 005 (+5%)
  • თურქეთი - 1 365 004 (+4%)
  • ევროკავშირის ქვეყნები - 541 895 (+25%)
  • უკრაინა - 242 947 (+19%)
  • ისრაელი - 227 728 (+31%)

ამასთან, შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლების რაოდენობამ 9 024 392 შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8.4%-ით მეტია.

თაია არდოტელი