ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაოსა და ძირკვაძეებში უხვი ნალექის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტილია.როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში განაცხადეს, მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ახორციელებს და უახლოეს პერიოდში გზა გაიხსნება.
„ხულოს სოფლებში, ჩაოსა და ძირკვაძეებში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომ ნალექმა შეფერხება არ გამოიწვიოს“, - აღნიშნეს დეპარტამენტში.
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვს. ნალექმა პრობლემები შუახევის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.
რაც შეეხება ქედას, მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გახსნილია, მოსახლეობას კი ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.