ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის გრუნტიანი ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 430 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და 2 800 კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ასევე, ექვსი საყრდენი კედელი აშენდა. გრუნტის დამჭერი კედლების სიგრძე ჯამში, 204 მეტრია.
დასრულებული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.
„ილურიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი ტერიტორია იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახლა უკვე მოქალაქეები კეთილმოწყობილ გზაზე გადაადგილდებიან“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 690 510 ლარი გამოყო.