2019 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და 1.5 მილიარდი შეადგინა. ამ ინფორმაციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიხევით, გასულ წელთან შედარებით მსოფლიო ტურიზმი 4%-ით გაიზარდა. ისინი 2020 წელსაც 4%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მონაცემების მიხედვით განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი, აზია-წყნარი ოკეანის მიმართულებით ვიზიტები 5%-ით, აფრიკის ქვეყნების 4%-ით, ეგვიპტის 4%, ხოლო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით 8%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, მოგზაურობისას ტურისტების 58%-მა ავიამიმოსვლა, 37%-მა ავტომობილი, 4%-მა საზღვაო ტრანპორტი, ხოლო 2%-მა მატარებელი გამოიყენა.
რაც შეეხება მოგზაურობის მიზეზებს, მსოფლიო მოსახლოების 57%-მა დასასვენებლად, 27%-მა ახლობლების მოსანახულებლად ან მოსალოცად, 13%-მა კი საქმიანი და სასწავლო მიზნით იმოგზაურა.
ორგანიზაციის განცხადებით, ტურიზმის ზრდის მთვარი მიზეზი სავიზო რეგულაციების გამარტივება და დაბალიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით გადაადგილებაა.