"პროკრედიტ ბანკს" საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“.

მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ, ასოციაციების მეშვეობით ბიზნესების განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ბანკი, InnovFin პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებელ სესხებს. გარანტიების გათვალისწინებით, პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ინოვაციების დაფინანსების მხარდაჭერა.

„საბოლოო მიმღების ტრანზაქციას“ მხარს უჭერს InnovFin-ის მცირე და საშუალო საწარმოების საგარანტიო პროგრამა, „ჰორიზონტი 2020 ფინანსური ინსტრუმენტების“ ფარგლებში ევროკავშირისა და სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის (EFSI) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეიქმნა. სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის (EFSI) მიზანია ევროკავშირში პროდუქტიული ინვესტიციების დაფინანსებისა.

R