საქართველოში მობილური აბონენტების 36% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, საქართველოში Samsung-ის მომხმარებელთა რიცხვი 3%-ით, ხოლო Apple-ის 1%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
კომისია საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული 4 ბრენდის სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა - Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების - 14% ფლობს; მას მოსდევს Microsoft&Nokia, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 11% ანიჭებს, მე-4 ადგილზე კი 10%-ით რეიტინგში HUAWEI-ა; ხოლო 29% - სხვა ბრენდებზე ნაწილდება.