ევროპის ისტორიულ ქალაქებს მასობრივი ტურიზმი დიდ საფრთხეს უქმნის, ამიტომ ქალაქებში ტრუსტების შემცირების მექნიზმებზე დაიწყეს ფიქრი. ამის შესახებ The Guardians-ი წერს.
ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ამსტერდამი, ბარსელონა და პრაღა ცდილობენ ტურისტების უზარმაზარ ნაკადებს გაუმკლავდნენ და ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით გარკვეული რეგულაციები დააწესონ.
გამოცემის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებულ ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.
პირველი რიგში, ამის მიზეზი არის ქალაქების ღირსშესანიშნაობები და დამთვალიერებელთა მზარდი ინტერესი. ამასთანავე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა და ხელმისაწვდომი სასტუროებისა თუ ჰოსტელების მომრავლებამ მოგზაურობა უფრო ინტენსიური გახდა.
შედეგად ევროპის დიდი ქალაქებში ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. ამის გამო კულტურულ მემკვიდრეობებს საფრთხე ექმნება, ქალაქები კი უფრო უსუფთაო და ხმაურიანი ხდება.
ევროპის ტურისტულმა ქალაქებმა უკვე დაიწყეს რეგულაციების ამოქმედება, რითაც ტურისტების რაოდენობის გაკონტროლებას ცდილობენ.
ამსტერდამი
ამსტერდამი 2019 წელს 19-მა მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდნეობა ზაფხულში იყო. შექმნილი დიკომფორტის გამო ქალაქში გადაწყვიტეს თითოეული ტურისტისთვის ამსტერამში გატარებულ ყოველ დღეზე გადასახადი 3 ევროს ოდენობით დაეწესებინათ. ამასთანავე, გამკაცრდა რეგულაციები სასტუროებისთვის და ქალაქის ცენტრში ახალი სასტუმროების აშენება აიკრძალა.
ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით ამსტერდამის ცნობილი „წითელი ფარნების“ ქუჩა შეიძლება დაიხუროს და ის ქალაქის განაპირას გადაიტანონ.
ბარსელონა
ექსპერტების მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ბარსელონას 30 მილიონზე მეტი ადამიანი მოინახულებს. ქალაქის ღირსშესანიშაობების, განსაკუთრებით კი საგრადა-ფამილიას სანახავად აქ ადამინები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.
ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო ქალაქს არაერთი პრობლემა შეექმნა, მათ შორის, მკვეთრად გაიზარდა ბინების გაქირავების ფასი. დღეისათვის 1 თვით ბინის გაქირავების ფასი ახალგაზრდების საშუალო ხელფასს აღემატება, ამიტომ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდების 80%-ს მშობლებთან ერთად უწევს ცხოვრება.
დღესდღეობით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბინების გაქირავებაზე რეგულაციები წესდება. ამასთანავე, საკრუიზო გემებს ბარსელონას ზღვის სანაპიროდან მოშორებით გადაიტანენ, რათა ქალაქის ცენტრალური ნაწილი ტურისტების ჭარბი რაოდენობისგან გათავისუფლდეს.
პრაღა
პრაღა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორიული ქალაქია. 2019 წელს ის 10 მილიონმა ადამინმა მოინახულა, მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლოება 1.4 მილიონს შეადგენს.
ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, მდინარე ვლტავას სანაპიროებზე პოპულარული ტურისტული რეტორნებისა და კაფეების ნაწილი დაიხურება, რადგან ტურისტული სეზონის დროს მდინარის სანაპიროები ძალიან გადატვირთულია.
ამასთანავე, მათი გადაწყვეტილებით ადგილობრივი კლუბები და პაბები რამდენიმე საათით ადრე დაიხურება, რათა ღამით ხმაურმა ადგილობრივ მოსახლოებას დისკომფორტი არ შეუქმნას.