ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში 1,7 მლრდ დოლარით გაიზარდა

ბიზნესმენის ილონ მასკის ქონება ერთ კვირაში 1,7 მლრდ დოლარით გაიზარდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მლრდ დოლარს მიაღწია.

კომპანიის აქციებმა კი ერთ კვირაში 16%-ით მოიმატა.

Forbes-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ილონ მასკის ქონება 32 მლრდ დოლარს შეადგენს.

ცნობისათვის, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომნპანია Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მლრდ დოლარს პირველად მიმდინარე კვირას გადააჭარბა. კომპანიის აქციაზე საცალო ფასმა სამშაბათს პირველად მიაღწია 555,1 დოლარს, შედეგად კი, მისმა კაპიტალიზაციამ 100,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

როგორც Bloomberg-ი წერს, თუ Tesla 100-მილიარდიან მაჩვენებელს რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ ილონ მასკი შეძლებს კიდევ 346 მლნ დოლარის პრემიის მიღებას.