„სერვისის სპეციალურ კამპანიებს „ტოიოტა“ 2020 წლის მანძილზეც გააგრძელებს.
შესაბამისად, ეს პროცესი საქართველოში არსებულ ტოიოტას იმ ავტომობილებსაც შეეხება, რომელიც „რიქოლ-კამპანიას“ ექვემდებარება. კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება კი კვლავინდებურად უფასო იქნება“, - ამის შესახებ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ.
ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში განმარტავს, რომ 2020 წლის დასაწყისიდან მას არაერთი მომხმარებელი მიმართავს შეკითხვით, შესაძლებელია თუ არა სერვისის სპეციალურ კამპანიაში მიმდინარე წლის განმავლობაში ჩართვა და ხომ არ არის „რიქოლ-კამპანიაში“ მონაწილეობა დაგვიანებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, სერვისის სპეციალური კამპანიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებელს (ფიზიკური პირები) დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თინათინ მაკარიძის თქმით, „რიქოლ-კამპანიით“ მომხმარებლის მზარდი დაინტერესება გარკვეული კულტურის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს, რაც დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს. როგორც თინათინ მაკარიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას მოდელები გამძლეობით, საიმედოობითა და მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ აღნიშნულს საკმარისად არ მიიჩნევს და ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვას ავტომობილის წარმოების შემდეგაც აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, „ტოიოტა“ მთელ მსოფლიოში, დილერების მეშვეობით, სერვისის სპეციალურ კამპანიებს ატარებს.
„რიქოლ-კამპანია“ 2020 წლის მანძილზეც გაგრძელდება და ჩვენი მომხმარებლისთვის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, თუნდაც ავტონაწილის შეცვლა ისევ უფასო იქნება. „რიქოლ-კამპანიის“ გამოცხადება, უმეტეს წილად, არ უკავშირდება ამა თუ იმ პრობლემის არსებობას. ასეთი კამპანიის მიზანი ბაზარზე არსებული ავტომობილების პერიოდული მონიტორინგი ან შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილებაა, ან თუნდაც ზოგიერთი ავტონაწილის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლება და ა.შ. როგორც წესი, სერვისის სპეციალურ კამპანიებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოფიციალური დილერების დახმარებით ატარებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
თინათინ მაკარიძე განმარტავს, რომ ტოიოტას მძღოლებს თავადაც მარტივად შეუძლიათ გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ავტომობილი სერვისის სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობას და ეს VIN-კოდის შემოწმებითაა შესაძლებელი.
„ტოიოტას მძღოლებს, VIN-კოდის გამოყენებით, მარტივად შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია და თავად დარწმუნდნენ იმაში, ექვემდებარება თუ არა ავტომობილი „რიქოლ-კამპანიას“. ამისთვის საკმარისია გადასვლა ბმულზე: https://www.toyota.ge/ vincheck და ავტომობილის საიდენტიფიკაციო VIN-კოდის სპეციალურ ველში შეყვანა. დადასტურების შემდეგ, მძღოლებს შეუძლიათ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართონ და ისიც გაარკვიონ, თუ რა კონკრეტული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი „რიქოლის“ ფარგლებში“, - ამბობს თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურის ხელმძღვანელის ალეკო ვარდიაშვილის ინფორმაციით, სერვისის სპეციალურ კამპანიას შესაძლებელია დაექვემდებაროს, როგორც საქართველოში ოფიციალური დილერისგან შეძენილი, ასევე, მეორად ბაზარზე ან უცხოეთში ნაყიდი ავტომობილებიც.
„მთავარია, ტოიოტას მძღოლებმა გაითვალისწინონ, რომ „რიქოლ-კამპანიის“ ფარგლებში ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ავტონაწილის შეცვლა, ყველაზე ძვირადღირებულისაც კი, მთლიანად უფასოა. გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გარანტირებულად მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას მიიღებს. აქ იაპონური წარმოების ორიგინალ ავტონაწილებს დავახვედრებთ, რაშიც მას არაფრის გადახდა არ მოუწევს. ეს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესია, რასაც ჩვენ ყოველთვის ვიცავთ“, - ამბობს ალეკო ვარდიაშვილი.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, მომხმარებელი მაქსიმალურად დაზოგავს დროს, თუ სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვის მიზნით, წინასწარ დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან (+995) 577 279 903, წინასწარ ჩაეწერება სერვისის მიღებაზე და შემდეგ, ეწვევა მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.