ვოლიფეის გუნდი მაღალი რანგის პროფესიონალებით იღებს სტარტს

ქართულ ფინანსურ ბაზარზე კომპანია ვოლიფეი შემოდის, რომელიც მომხმარებლებს ფინანსების სამართავად გამარტივებულ პლატფორმას შესთავაზებს.

ვოლიფეი პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მასთერქარდის საგადახდო პროგრამის წევრი გახდა. ელექტრონული საფულის მობილური აპლიკაცითა და მასთერქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათით ფინანსების მართვა უფრო მოქნილი ხდება მათთვის, ვინც საბანკო მომსახურებას არ/ვეღარ იყენებს და არა მარტო. ელექტრონული საფულე საგადახდო ისტორიისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მეტ კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ვიდრე ბაზარზე არსებული ალტერნატივები. ვოლიფეის გუნდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და დაკომპლექტდა ფინანსურ და საბარათე სფეროში წარმატებით მოღვაწე პროფესიონალებით, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს კომპანიას.

კომპანიის მმართველ რგოლს გასული წლის ბოლოს ნათია ჭყოიძე შეუერთდა - საბანკო და საფინანსო სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი გამოცდილება საფინასო კომპანიის სტრატეგიული განვითარების კუთხით უკვე აისახა კომპანიის ამჟამინდელ და სამომავლო საქმიანობაზე. ნათიას გამოცდილება მიკროსაფინანსო კომპანიის მენეჯმენტის გარდა KSB ბანკის, ხალიკ ბანკის, სახალხო ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას მმართველ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებას მოიცავს - დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქართული ფინანსური ბაზრის საჭიროებებისა და მოთხოვნის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი ინოვაციურ სერვისზე ორიენტირებული კომპანიისთვის, როგორიც ვოლიფეია.

ნათია ჭყოიძე, ვოლიფეის დირექტორი:

„ვოლიფეი ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომ ფინანსური ტექნოლოგიის განვითარებით სრულიად ახალი სისტემა შევთავაზოთ ქართულ საფინანსო ბაზარს. ამჟამად ორიენტირებული ვართ მომავლის სერვისის შექმნაზე, რომელიც სრულიად დამოუკიდებელ და უფრო მოქნილ ალტერნატივას შესთავაზებს ქართველ მომხმარებელს თანხის მიღების, გადარიცხვის, გადახდების განხორციელებისა და საერთაშორისო გზავნილების მიღებისთვის. მასთერქარდთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი მომსახურება გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაზეც ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა.“

ვოლიფეის ბარათითა და მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს სულ მალე შეეძლება. შესაძლებელი იქნება ასევე პირდაპირ ელექტრონულ საფულეში მოხდეს ონლაინ სესხის თანხის მიღება სხვადასხვა პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციებიდან. კომპანიის მთავარი მიზანი ყველა საჭირო ფინანსური ოპერაციის გაერთიანება და გამარტივებაა, რაც მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

სამომავლო გეგმებში კომპანია მხოლოდ ლოკალური ბაზრით არ შემოიფარგლება და ევროპის მიმართულებით მუშაობს გაფართოებაზე. სიახლეების მისაღებად მიყევით კომპანიის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/wallypay მეტი ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: www.wallypay.eu

(R)