ფართოფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავმა Boeing 777X პირველი საცდელი ფრენა განახორციელა. ლაინერის აფრენისა და დაჯდომის ვიდეოტრანსლაციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე აწარმოებდა.
ფრენის ხანგრძლივობამ თითქმის 4 საათი შეადგინა, ის შტატ ვაშინგტონის თავზე მოხდა. ლაინერი აფრინდა ქალაქ ევერეტის აეროპროტიდან და დაეშვა სიეტლის აეროპორტში. როგორც საცდელი ფრენის დროს ერთ-ერთმა პილოტმა განაცხადა, მარშრუტის განსაზღვრა ამინდის გათვალისწინებით მოხდა.
Boeing-ში აცხადებენ, რომ 777X არის ყველაზე დიდი ზომის და ამავდროულად საწვავის მოხმარების მხრივ ყველაზე ეკონომიური ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავი, რომელსაც ორი ძრავა აქვს. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ყველაზე დიდი ზომის Boeing 777X-ის სიგრძე 77 მეტრია, ლაინერი გათვლილია 426 მგზავრზე და მისი მიწოდება დამკვეთებისთვის 2021 წლიდან დაიწყება.