2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოლადის ბრტყელი ნაგლინის (600 მმ ან მეტი სიგანის) ექსპორტი განხორციელდა - სულ 30,8 მლნ დოლარის ღირებულების.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომელსაც ჩინეთში ვყიდულობთ: (წყარო:საქსტატი)
- ფოლადის ბრტყელი ნაგლინი 600 მმ ან მეტი სიგანის - 30,886 მლნ დოლარი
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 22,071 მლნ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 21,721 მლნ დოლარი
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 21,327 მლნ დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 21,146 მლნ დოლარი
- ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 18,753 მლნ დოლარი
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 18,030 მლნ დოლარი
- ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 14,844 მლნ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 13,906 მლნ დოლარი
- სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 13,846 მლნ დოლარი