დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სემეკი ელექტრომობილების დამუხტვის ახალ წესს შეიმუშავებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სემეკი ელექტრომობილების დამუხტვის ახალ წესს შეიმუშავებს. ნარმანიას თქმით, სემეკი ევროპულ გამოცდილებას სწავლობს და ახალი რეგულაციები ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდება.

„სემეკი მიმდინარე წელს დაადგენს სპეციალურ წესს ელექტრომობილების დამტენებთან დაკავშირებით. აღნიშნული უფლებამოსილება "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" ახლახან მიღებული კანონიდან გამომდინარე მოგვენიჭა. ეს იქნება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება. მიერთების სპეციალური წესები ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე დადგინდება“, - განაცხადა ნარმანიამ.