სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ჩვეულებრივ რეჟიმში განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ჩინეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვა დაწესებული არ არის. ორი რეისის გაუქმების მიზეზი კი არა ახალი კორონავირუსი, არამედ ჩინური ახალი წელი იყო.
„ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს. ამ ეტაპზე რეისების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. ორი რეისი გაუქმდა, 25 იანვრის და დღევანდელი, რაც ჩინური ახალი წლის დღესასწაულს უკავშირდებოდა“,-აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეზღუდვის საჭიროება დადგეს.