კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558.65 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხებისა მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558.65 მლნ ლარით (1.78%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.74 მლნ ლარით (2.30%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238.91 მლნ ლარით (1.37%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.30%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.38%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.32%-ით მეტი).

2019 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 179.07 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 15.83 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.48 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.