ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

„დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 721.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 2020 წლის პირველი იანვრისათვის 47.2 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.2 პროცენტია“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.