ტანსაცმლის კოლექცია Putin Team მიუნხენში წარადგინეს

რუსული სამკერვალო კომპანია Shishkin-ის მიერ წარმოებული ტანსაცმლის კოლექცია Putin Team მიუნხენში მიმდინარე სპორტული პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე ISPO-ზე წარმოადგინეს.

როგორც ირკვევა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალაისკები, სამთო კომბინიზონი, მწვრთნელის მოსასხამი, ანორაკი, თავსახურავები, მოდელები street fashion, აქსესუარები და ბრენდის სხვა ნაწარმი.

თავად ხაზი Putin Team კომპანიამ პირველად 2019 წლის ივლისში წარმოადგინა. ის ეკატერინბურგის ციფრულ ფაბრიკაში 3D ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნეს. მასალები, რომლებიც მათ შესაქმნელად გამოიყენეს, დატესტილია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.

კოკა კვირკველია