მოდის სახლმა Dolce&Gabbana-მ ახალ სარეკლამო რგოლში გადასაღებად plus-size მოდელების დაქირავება გადაწყვიტა. რეკლამა მიეძღვნა ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას. ფოტოები კომპანიის Instagram გვერდზე გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ფოტოსესიის ავტორებისთვის შთაგონების წყარო იყო რუბენსი. ცნობილია, რომ ამ მხატვარს ძალიან უყვართა პუტკუნა ფორმები და საკუთარ ტილოებზე ამ ფორმის არაერთი ქალი აქვს გამოსახული.
მოდის სახლმა გადაწყვიტა ქალის სხეულის მრავალფეროვნებისთვის და ქალური ფორმებისთვის გაესვა ხაზი. შედეგად კი გადაღებებზე მიიწვია სრული ტანის მოდელები. აღნიშნული ფოტოსესია გახდა კომპანიის ახალი ბოდიპოზიტიური კამპანიის ნაწილი. კამპანიის ფარგლებში შემქნილი სამოსი კი ხელმისაწვდომი გახდება XXL ზომაშიც კი.