კომპანია Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ბილ გეითსისა და მისი მეუღლის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ამ თანხის ნახევარი უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება და ის კონკრეტულ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, დანარჩენი თანხა კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკულ ცენტრს.