მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსი, რომელიც აქამდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს, ლონდონს ჰქონდა, ამიერიდან ნიუ-იორკს მიენიჭა. ამის მთავარი მიზეზი კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სახელდება - წერს Financial Times-ი ფინანსური სექტორის ტოპ-მენეჯერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
როგორც გაირკვა, ლონდონმა მიმზიდველობა 2018 წელთან შედარებით 53%-დან 19%-მდე დაკარგა, მაშინ როცა 56% გლობალურ ფინანსურ ცენტრად მიიჩნევს ნიუ-იორკს.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამ ვადამ არაერთხელ გადაიწია, ბრიტანელი დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე. ამ მკვდარი წერტილიდან საქმის დაძვრა კი ახალმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა მოახერხა ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების შემდეგ. ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა ევროკავშირს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დატოვებს.