ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება სეპარატისტებთან. როდესაც ვამბობთ, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა „ენგურჰესის“ რეაბლიციტაციისა და აფხაზებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე დასმულ კითხვას. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება აფხაზებს ელექტროენერგიის მიწოდებაში წელსაც დაეხმარება.
"ენგურჰესის“ რესურსი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს, მათ შორის ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. რასაკვირველია, თუკი ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, როგორც შარშან, წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ და არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი დები და ძმები რთულ ვითარებაში.
სეპარატისტებთან ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება და არ იქნება. როდესაც ვამბობთ, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება სრულიად საქართველოს, ჩვენ ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ვინც საკმაოდ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ოკუპაციის ხაზს მიღმა. ჩვენი ვალია მათ დავეხმაროთ, მიუხედავად ყველა დესტრუქციული ქმედებისა, რასაც შესაძლოა მათი ე.წ. სამთავრობო რეჟიმები ახორციელებდნენ,"- გნაცხადა თურნავამ.