რისი გაკეთება იგეგმება გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ

მერიამ გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ პარკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 თებერვალს დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 155 900 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პარკი რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამასთან, პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„პარკში უნდა მოეწყოს ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული საგამოფენო სივრცე, რომლის კინოჩვენებისთვის გამოყენება იქნება პერიოდულად შესაძლებელი. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფასო უსადენო ინტერნეტით. ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მცირე ზომის მედიათეკა. პარკში სასურველია არსებობდეს საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები. ტბას ნახევარრკალისებურად უნდა გასდევდეს ველო და საფეხმავლო ბილიკი მის მთელ გაყოლებაზე განთავსდეს სახასიათო, ორიგინალური დიზაინის სკამები და ურნები. ტბაზე უნდა გადიოდეს ორიგინალური დიზაინის პირსი, რომელიც მოწყობილი იქნება ფრინველებსა და გარემოზე დასაკვირვებლად. პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მწვანე ბალახის საფარი, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ფერდზე გაშენდეს ტყე. პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ენერგოდამზოგავი განათება,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
რეაბილიტირებულ ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და წამებულის გამზირებზე ავტობუსის ზოლები შესაძლოა, გზის შუა ნაწილში მოეწყოს
თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს
ნარიყალას ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება