საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, 28 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 206 870 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100 პროცენტით, მაქსიმალური 9.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.179 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.125 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.