"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი

გა­მომ­ცემ­ლო­ბამ "პა­ლიტ­რა L", რო­მელ­საც და­არ­სე­ბი­დან 15 წელი უს­რულ­დე­ბა, გა­და­წყვი­ტა სა­ი­უ­ბი­ლეო წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით შეხ­ვდეს.

კომ­პა­ნი­ამ უკვე გა­ნა­ახ­ლა ლოგო, რომ­ლის ძვე­ლი ვერ­სია, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­თა­ნა­დოდ ვერ პა­სუ­ხობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს.

სულ მალე კი ახა­ლი წიგ­ნე­ბი, უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ლო­გო­თი და­იბ­რენ­დე­ბა. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ის ერთი, ძი­რი­თა­დი ფე­რი­საა, რაც მის გა­მო­ყე­ნე­ბას კი­დევ უფრო აად­ვი­ლებს.

ბრენ­დის გა­ნახ­ლე­ბულ სიმ­ბო­ლო­ზე სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „ფაბ­რი­კამ“ იმუ­შა­ვა:

"ახალ ლო­გო­ტიპ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, გვინ­დო­და ლო­გოს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვაც ჰქო­ნო­და, სა­ბო­ლო­ოდ ორი სიმ­ბო­ლოს შერ­წყმა­ზე შევ­ჩერ­დით.

პირ­ვე­ლი - გაშ­ლი­ლი წიგ­ნი და მე­ო­რე - გზამ­კვლე­ვი ვარ­სკვლა­ვი.

ჩვე­ნი აზ­რით, გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბეჭდ­ვა, წიგ­ნის, რო­მელ­საც შემ­დეგ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირ­ჩევს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს დატ­ვირ­თვა ლო­გი­კუ­რია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თა­ვის მხრივ, ამ მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მკი­თხველს გეზს აძ­ლევს, რაც გზამ­კვლე­ვი ვარ­სკვლა­ვი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ უნი­კა­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტი, რო­მე­ლიც თან ბევ­რი გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნია და თან გზამ­კვლე­ვი ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც უნდა ენდო, შე­გიძ­ლია გაჰ­ყვე", - ამ­ბობს ლო­გო­ტი­პის ავ­ტო­რი ირი­ნა ქვლი­ვი­ძე.

"პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ლო­გო­ტი­პის გა­ნახ­ლე­ბით, „პა­ლიტ­რა L“ გა­მო­ე­ხა­ტათ, რო­გორც ძლი­ე­რი, ცნო­ბა­დი და სან­დო ბრენ­დი.

"გარ­და იმი­სა, რომ ძვე­ლი ლოგო გა­ნახ­ლდა, ასე­ვე, პრობ­ლე­მუ­რი იყო ყვე­ლა ქვებ­რენ­დე­ბი­სა და კა­ტე­გო­რი­ე­ბის ლო­გო­ტი­პიც, რად­გან სხვა­დას­ხვა სტილ­ში იყო და­ხა­ტუ­ლი, შე­დე­გად, არ აღიქ­მე­ბო­და ერ­თი­ა­ნი ხაზი და სტი­ლის­ტი­კა. ამის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნებს შეხ­ვდე­ბით თა­რო­ებ­ზე, სა­ერ­თო ხაზს აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობთ. ყვე­ლა ლოგო კონ­ტუ­რუ­ლია და ერთი ფე­რის" – ამ­ბობს ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

"პა­ლიტ­რა L"-ის 3 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტი - იმპრინ­ტი:

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის სამი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტია: „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“, „ლი­ბერ­თინ­სი“ და „პორ­ტა­ლი“, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი სა­რე­დაქ­ციო ხაზი აქვთ. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას, გა­მომ­ცემ­ლო­ბა მათ ცალ­კე გა­მო­ყო­ფას არ გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ოპე­რი­რე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყდა, „პა­ლიტ­რა L”-სგან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა.

"გა­მო­ცე­მა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

აგ­რეთ­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკი­თხვე­ლი ბიზ­ნესრჩე­ვებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით კი არ იღებს, არა­მედ ყვე­ლა წიგ­ნი მის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­სარ­კვე­ვად, ასე­ვე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის.რაც შე­ე­ხე­ბა „ლი­ბერ­თინსს“, ის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ზარ­დე­ბის­თვის შე­იქ­მნა. ეს არის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას ურ­ჩე­ვენ.

ზო­გა­დად, ამ პრო­ექ­ტმა და­ამ­კვიდ­რა მო­ზარ­დებ­ში წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა, რად­გან წლე­ბის წინ არ არ­სე­ბობ­და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­მომ­ცე­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" კი პირ­ვე­ლი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.რაც შე­ე­ხე­ბა „პორ­ტალს“, სა­ხე­ლიც მი­გა­ნიშ­ნებ­დათ, რომ ის ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე უახ­ლეს რო­მა­ნებს ყო­ველ­თვის ოპე­რა­ტი­უ­ლად პო­უ­ლო­ბენ, რა­შიც დიდი წვლი­ლი სწო­რედ „პორ­ტალს“ შე­აქვს".

ამას­თან ერ­თად, შე­იც­ვა­ლა პრო­ექტ „აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის“, „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“, რო­მე­ლიც პა­ლიტ­რა L-ის CSR პრო­ექ­ტია და კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ვი­ზუ­ა­ლე­ბი. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, აქამ­დე მათ ერ­თი­ა­ნი ხაზი არ მიყ­ვე­ბო­და, ახლა კი უკვე სა­ერ­თო სტილ­ში და­ი­ხა­ტა.

"გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” იმ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას არ წყვეტს. ამას­თან, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ისეთ წამ­ყვან სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა: Disney, Marvel, Penguin Random House, Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვა“.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მყიდ­ვე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ მთე­ლი ოჯა­ხის­თვის მი­სა­ღებ და სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას სა­მარ­თლი­ან ფა­სად შე­ი­ძენ­და. მა­თი­ვე თქმით, „პა­ლიტ­რა L”-მა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებ­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. მისი მკი­თხვე­ლე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­ფე­რო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რას გულ­დას­მით არ­ჩე­ვენ.

გარ­და კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გმნი­სა, „პა­ლიტ­რა L” აქ­ტი­უ­რად გა­მოს­ცემს ქარ­თულ კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც და თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის რო­მა­ნებ­საც.

სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტით „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მო­ი­ცა არა­ერ­თი ავ­ტო­რის წიგ­ნი, რო­მე­ლებ­მაც აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ეს არის კონ­კურ­სი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა ქმნის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხელ­მი­საწ­ვდომ ლი­ტე­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, რო­მე­ლიც მა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, კმა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მკი­თხველს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15-წლი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.