ონლაინ შრომით ბაზარზე დასაქმებულთა შორის აზიელები, ძირთადად ინდოელები და ბანგლადეშელები ლიდერობენ. ამ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ონლაინ დასაქმება გლობალური გახდა, რაც ადამიანიებს დასაქმების საშუალებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლევს.
დღესდღეობით ციფრულ ტექნოლოგიებსა და ონლაინ დასაქმებას წარმატებით იყენებენ ცნობილი და მსხვილი დასავლური კომპანიები, რაც მათ დიდი ოდენობის ხარჯების აცილებს თავიდან და იაფი მუშახელის პოვნაში ეხმარება.
კვლევის თანახმად, ონლაინ შრომის ბაზარზე ყველაზე მეტი დასაქმებული აზიის ქვეყნებშია. ამ სფეროში დასაქმებულთა 24% ინდოეთის, ხოლო 16% ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.
რეიტინგის მიხედვით კი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ინდოეთი, ბანგლადეში, აშშ, პაკისტანი, ფილიპინები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, კანადა, რუმინეთი, ეგვიპტე.