ახალი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია საქართველოში

ქართული აუდიტორული კომპანია ALS, რომელიც გასული წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Finexpertiza-სთან, 2020 წლიდან ახალი Finexpertiza Georgia-ს სახელით იმუშავებს.

აუდიტორული კომპანია Finexpertiza შედარებით ახალგაზრდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 16 კომპანიას 14 ქვეყანაში და ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეში ოპერირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბაზრისთვის, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა კომპანიები უკრაინული, რუსული, აზერბაიჯანული, ყაზახური და ა.შ. კაპიტალით. ასეთი კომპანიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ხოლო აუდიტორული კომპანია, რომელიც ძირითადად იმ გეოგრაფიულ სივრცეში ოპერირებს, საიდანაც აღნიშნული კაპიტალი მოდის, არ არსებობს. ამავდროულად აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორული კომპანიები მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს უნარი საერთაშორისო სტანდარტებით და ხარისხიანად ჩაატაროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისათვის, რომელთა დამფუძნებლებიც ხშირ შემთხვევაში უცხოეთში იმყოფებიან.

რაც შეეხება თავად Finexpertiza Georgia-ს, იგი ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა Audit and Legal service-ს სახელით Finexpertiza Georgia-ს ძირითადი სერვისებია: აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო კონსულტაციები, ბუღალტრული მომსახურება და იურიდიული სერვისი. კომპანიის კლიენტების დაახლოებით 40% უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიებია.

გარდა აღნიშნულისა Finexpertiza-ს ქსელთან მიერთებით "ფინექსპერტიზა ჯორჯიას" აქვს საშუალება თავის პარტნიორებს მომსახურება საერთაშორისო მასშტაბითაც შესთავაზოს, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში, პროდუქციის იმპორტ-ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი კომპანიებისთვის.

http://www.finexpertiza.ge/

(R)