62,3 მლნ ლარი 9 თვეში  - სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

2019 წლის 9 თვეში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 62,3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 3,7 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2018 წელს ხელისუფლების სამივლინებო ხარჯი 58, 6 მლნ ლარს შეადგენდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ, 5,2 მლნ ლარი განათლების სამინისტრომ დახარჯა. მას მოსდევს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,4 მლნ ლარით და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3, 1 მლნ ლარით.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მივლინებებში დახარჯულ თანხას, ასე გამოიყურება:

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 2 მლნ ლარი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1,6 მლნ ლარი

მთავრობის ადმინისტრაცია - 2,4 მლნ ლარი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 119, 9 ათასი ლარი

ფინანსთა სამინისტრო - 1,5 მლნ ლარი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1,6 მლნ ლარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 293 800 ლარი

იუსტიციის სამინისტრო - 666 300 ლარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო - 1,9 მლნ ლარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2,2 მლნ ლარი

თავდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 4,4 მლნ ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი 14 საქვეუწყებო ორგანიზაცია - 3,1 მლნ ლარი

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 5,2 მლნ ლარი

ნინი ქეთელაური